დღეს, 16 მარტს საქალაქო სასამართლომ სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენს გამოიტანს.
ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვს წაყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტმა დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.