თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს და მის გაბათილებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლომ გუშინ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ პატიმრობა მხოლოდ უგულავასთვის მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ უგულავას, დავით კეზერაშვილს, და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია “იმედის”, "მთაწმინდის პარკისა" და რუსთავის მეტალურგიული ქარხანის საქმეებზე დაუმძიმდათ.