იარაღის ექსპორტით მსოფლიოში რუსეთი ლიდერობს. იარაღის ბაზარზე რუსეთის წილი 27 პროცენტს შეადგენს. ბოლო 4 წელიწადში კი რუსეთმა იარაღის ექსპორტი 37 პროცენტით გაზარდა. რუსული იარაღს მსოფლიოს 56 ქვეყანა ყიდულობს. აქედან 80 პროცენტი ინდოეთზე, ჩინეთსა და ალჟირზე მოდის. მეორე ადგილზე იარაღის ექსპორტის მაჩვენებლით შეერთებული შტატებია.