ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულ მედიაში ე.წ. „დასახვრეტ ჟურნალისტთა და ოპოზიციონერთა სიის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სობჩაკმა და რადიო „ეხო მოსკვის“ რედაქტორმა მოსალოდნელი ანგარიშწორების გამო დაცვა აიყვანეს. გასულ კვირას წინ სობჩაკს უცნობი პირი ლიკვიდაციითაც დაემუქრა, რაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ვენედიქტოვმაც დაადასტურა. თუ სად და რამდენი ხნით გაემგზავრა რუსი ტელეწამყვანი, ჯერჯერობით უცნობია.