ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პოლიციამ გიგა ბოკერიას სახლთან მომხდარ ინციდენტზე საქმე აღძრა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გიგა ბოკერიას სახლთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია და პარტიის პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ბოკერიას სახლთან საღებავებით წარწერები და საპროტესტო პლაკატები დატოვეს.
„თავისუფალი თაობის“ წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სახლებთან აქციები მომავალშიც გაგრძელდება.