პორტუგალიისა და მადრიდის რეალის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს აკაუნტი სოციალურ ქსელ ფეისბუკის ლიდერი გახდა. მისი გვერდი ფეისბუკის მომხმარებლებმა 107 მილიონჯერ დაალაიკეს. ამ მაჩვენებლით რონალდუმ ფეისბუკის ყოფილ ლიდერს, მომღერალ შაკირასაც გაუსწრო, რომლის აკაუნტიც 10 ატასჯერ ნაკლებმა მომხმარებელმა დაალაიკა. მესამე ადგილზე ფეისბუკის ლაიკებით რეპერი ემინემია, 4-5 პოზიციებს კი მსახიობი ვინ დიზელი და მომღერალი რიანა ინაწილებენ.