სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მთელი ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს საბას და მთელ პოლონელ ერს _ უმაღლესი სამთავრობო დელეგაციის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელიც კატინში დახვრეტილ პოლონელ ოფიცერთა ხსოვნის პატივსასეგად მიემართებოდა. პოლონეთისთვის ამ უმძიმეს წუთებში, ჩვენი გულებიც აღვსილია მწუხარებით; ქართველი ერი მოძმე პოლონელ ხალხთან ერთად გლოვობს  პოლონეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ლეხ კაჩინსკის, მის მეუღლეს, ქალბატონ მარია კაჩინსკას, პოლონეთის გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, _  ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.  
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები