ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს თანამშრომლებმა ენგურის ხიდზე მდებარე ე. წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გადასვლისას გალის რაიონში მცხოვრები გიგა კაკოს ძე ბერანძე დააკავეს.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ცნობებზე დაყრდნობით, აფახზური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ ბერანძე აფხაზი ძალოვნების მიერ 2010 წლიდან იძებნებოდა.
მას 2010 წლის დეკემბერში გალის რაიონში მომხდარ ყაჩაღობაში ედება ბრალი.