მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური დიდიუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
გომელაური მსახიობ მედეა ჩახავასა და დოდო ჭიჭინაძის გვერდით იქნა დაკრძალული.
მსახიობი დღეს დიდუბის ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა.
მსახიობის ცხედარი გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრებშიც იყო დასვენებული.
ნიკო გომელაური 13 აპრილის, 40 წლის ასაკში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული