პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "თავისუფალი თაობის” წევრებსა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზს რაც შეეხება, პარლამენტის შენობიდან გამოსულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, გიგა ბოკერიასა და გოკა გაბაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები.
დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები "თავიზუფალი ზონისა" და "სამართლის თაობის" წევრები ჩაერთვნენ.
ვითარების განმუხტვა პარლამენტთან სამართალდამცველებმა შეძლეს.
შედეგად დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი.