იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს. მერაბ ჩიქოვანის ინფორაციით, შემთხვევის ადგილზე სოსანაშვილის დნმ-ის გარდა კიდევ ერთი დნმ-ი აფეთქებულ ფილაზეა აღმოჩენილი. ადვოკატის თქმით, გამოძიებისთვის ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კონკრეტულ დეტალებზე ადვოკატები დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებენ, სადაც საქმის მასალების გარკვეულ ნაწილს გაასაჯაროვებენ.