დღეს, 17 აპრილს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტებზე არსებული კონკურსის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ჯო-ეიჩ-ენს" განათლების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აბიტურინეტთა რეგისტრაციის პირველად შედეგებს გამოცდების ეროვნული ცენტრი 17 აპრილს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს.
შეგახსნებთ, რომ 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 22 მარტს დასრულდა. აბიტურიენტთა განაცხადებები საქართველოს ყველა რაიონიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადმოიგზავნა.
რეგისტრაციის პირველადი შედეგებით გამოიკვეთა, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებლებსა თუ ფაკულტეტებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა და ფაკულტეტის მიერ მითითებული ჩამონათვალიდან რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს უპირატესობა აბიტურიენტებმა.
2010 წელს ყველა აბიტურიენტი ჩააბარებს 4 გამოცდას. სახელმწიფო დაფინანსება ყველა გამოცდის შედეგის მიხედვით გაიცემა.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.