დღეს, 17 აპრილს, 11:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები 200-მდე ნეკერჩხლის ხის ნერგს თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე (მაღლივი კორპუსი) დარგავენ.
აღნიშნული გამწვანების აქცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივის „ თბილისსა და მის შემოგარენში 12 მოციქულის სახელზე თითოეული მოქალაქის მიერ წელიწადში 12 ნერგის დარგვა" ფარგლებში ხორციელდება. ნერგები აფხაზეთელ მოზარდებს საჩუქრად ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა გადასცა.
აქციაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტიც ჩაერთვება.