საბერძნეთში, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების 11 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.
ისინი ყაჩაღობაში და ძარცვაში არიან მხილებული.
ბოროტმოქმედები ატიკის რაიონის კერძო სახლებს სისტემატიურად ძარცვავდნენ.
დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ ქალები, რომლებიც შინამოსამსახურეებად მუშაობდნენ და მძარცველებს სახლის მფლობელებზე აწვდიდნენ ინფორმაციას.
სამართალდამცავები ადგილობრივებს მოუწოდებს, დასახელებული პირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.