დღეს, 17 აპრილს, მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობის ცხედარი გრიბოედოვის თეატრიდან თავისუფალ თეატრში გადასვენეს.
16 აპრილს გრიბოედოვის თეატრში მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, დილის 5 საათზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში 40 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. ნიკო გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული.