თელავში ქალაქის ყველა გასასვლელს და შესასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს ეძებს.
არსებული ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს ცეცხლი კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გაუხსნა.
სროლის შემდეგ ერთ-ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე საქმე 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. საქმეს პროკურატურა იძიებს.