თელავში, ცეცხლასასროლი იარაღით დაჭრილი 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ირაკლი ბოჭორიშვილი კი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი ძმებს თავს მათ სახლთან დაესხა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალისტები და პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელია.