მორიგი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ტერორისტთა სამიზნე სინაის ნახევარკუნძული გახდა. პოლიციის ყაზარმასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.