რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა. "პრეზიდენტ პუტინის ქმედებები, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. პუტინი არ ემორჩილება საერთაშორისო ნორმებს და უხეშად არღვევს მათ,"-აღნიშნა ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა.