ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ელოდებიან.
დავით კირკიტაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაუსწრებლად 10-ათასლარიანი გირაო უკვე შეეფარდა.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აშშ-დან 7 მარტს დაბრუნდა. კირკიტაძე დაკითხვაზე 15:00 საათზე უნდა მივიდეს.