თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანი მიღწეულია. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, თბილისის მერი მუნიციპალურ ორგანოს აპრილში ესტუმრება, ამ დროისთვის კი მას 10 ხმა გააჩნია და საჭირო 3 ხმის მოპოვებაც შეუძლია, თუმცა ხელმოწერების შეგროვებას აღნიშნულიდან გამომდინარე აღარ განაგრძობს. დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას და ანგარიშის წარდგენას აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურმა უკვე გაავრცელა.