რუსეთი და სომხეთი რეგისტრაციის პროცედურებს ამარტივებენ. მხარეთა შეთანხმებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე დროებით იმყოფებიან, 30 დღის განმავლობაში სავალდებულო რეგისტრაციის გავლისგან გათავისუფლდებიან.
იგივე უფლებით რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი სომხეთის მოქალაქეებიც ისარგებლებენ.
მანამდე მათ რუსეთში რეგისტრაციის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ.