აშშ-ში პოლიციამ კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში შიშველი დარბოდა და მეზობლებს კარზე უკაკუნებდა. ატლანტის პოლიციას ამის შესახებ ქუჩის მცხოვრებლებმა აცნობეს. შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცავების დანახვაზე აფროამერიკელი მათკენ გაიქცა. პოლიციელების მოწოდებას, გაჩერებულიყო, ის არ დაემორჩილა, რის გამოც მას ერთ-ერთმა პოლიციელმა ესროლა. მოკლული აფროამერიკელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ის ფსიქიკურად იყო დაავადებული.