იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, შეერთებული შტატები თეირანის წინააღმდეგ ადეკვატურ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„თუ თეირანი შეთანხმების პირობებს დაარღვევს, პრეზიდენტ ობამას სრული საფუძველი ექნება იმისათვის, რომ საპასუხო ზომები მიიღოს, დაწყებული დამატებითი სანქციებით და დამთავრებული სამხედრო ზომებით,“-აღნიშნა ერნესტმა.