თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა განახლდება. დღეს სასამართლოში ორი პროცესია ჩანიშნული. პირველი ეპიზოდის განხილვა, რომელიც ძველი თბილისის განვითარების ფონდს შეეხება, 11:00 საათზე დაიწყება. პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა იგეგმება. "სითი პარკის" ეპიზოდზე კი, რომლის განხილვაც 12:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. გამოძიება დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ,,თბილისის განვითარების ფონდიდან" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა ედება.