საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ზოგგან 20-25 მ.წმ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 16-21 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 12-17 გრადუსია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსები დედაქალაქშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
12 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.