მასშტაბური ავიაკატასტროფა არგენტინაში. ლა-რიოხას პროვინციაში ერთმანეთს ორი ვეტმფრენი შეეჯახა. ვეტმფრენებში "რეალიტი შოუს" მონაწილეები და გადამღები ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 2 არგენტინის, 8 კი საფრანგეთის მოქალაქეა.