ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ბარაქ ობამამ უკრაინის იარაღით მომარაგება გადაიფიქრა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ვაშინგტონში პეტრ ვიტინგმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა და თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ჯერჯერობით უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდების დრო არ არის.
ბარაქ ობამას უკრაინის შეიარაღების მოთხოვნით კონგრესმა უკვე მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელ კონგრესმენებთან მოლაპარაკებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აწარმოებდა.