უკრაინის პრეზიდენტი სეპარატისტთა მიერ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას ადასტურებს. პეტრო პოროშენკოს თქმით, ამბოხებულებმა ე.წ. "ურთიერთშეხების ხაზიდან" მძიმე ტექნიკის დიდი ნაწილი გაიყვანეს. მისივე განცხადებით, კონფლიქტის ხაზი უკრაინული მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც დატოვა.
პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეთა ზუსტი რაოდენობაც დაასახელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონბასის კონფლიქტს 1500-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა.