20 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა, დავით ლომსაძემ და ნანი უნაფქოშვილმა მოიგეს. ვაჟთა შორის პირველი ადგილი და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დავით ლომსაძემ 7,5 ქულით მოიპოვა. გოგონებში ნანი უნაფქოშვილს 6,5 ქულა ეყო ჩემპიონობისთვის.
ვაჟთა შორის 7-7 ქულა დააგროვეს და 2-3 ადგილები გაინაწილეს ლუკა პაიჭაძემ და დავით ბენიძემ.უკეთესი კოეფიციენტი პაიჭაძეს აღმოაჩნდა, რომელსაც მეორე ადგილთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური ერგო.
გოგონათა პირველობის დასრულების შემდეგ ერთდროულად ოთხ მოჭადრაკეს: ნანი უნაფქოშვილს, მარიამ დანელიას, სალომე ხაჟომიასა და ლელა უგულავას 6,5-6,5 ქულა აღმოაჩნდათ. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილზე უნაფქოშვილი გავიდა.
მე-2 ადგილისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი მარიამ დანელია გახდა. მე-3-4 ადგილები კი, შესაბამისად, სალომე ხაჟომიასა და ლელა უგულავას ერგოთ.