საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
,,პრეზიდენტი დაგვეთანხმა, რომ ქვეყანაში არსებეულ სავალუტო კრიზისთან მიმართებაში უნდა შედგეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის პოზიციაც, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი", _აცახდებს ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი.
როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ განმარტა რიგგარეშე სხომა ამ კვირაში შედგება.