17 აპრილს, 11:30 საათზე თსუ-ს ეწვევა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი, სამინისტროს დელეგაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს ელჩი სომხეთში გრიგოლ ტაბატაძე, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი.
თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა სტუმრებს გააცნობს თსუ-ის, ქართულ-სომხური სამეცნიერო ურთიერთობების, თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის ისტორიას. მოეწყობა შეხვედრა სომხურენოვან სტუდენტებსა და სომხური სათვისტომოს სხვა წარმომადგენლებთან.
სტუმრებს მასპინძლობას თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა გაუწევს.