,,თავისუფალი დემოკრატები” რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტთან კონსულტაციებს გამართავენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა პრეზიდენტთან შეხევედრა სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, ან ხვალ შედგება.
,,ჩვენ მიგვაჩნია რომ რიგგარეშე სხდომა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უნდა მოვიწვიოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რადგან ეს ინსტიტუტები განაპირობებენ იმ სავალუტო მდგომარეობას რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. Gგვაინტერესებს რეალურად ვისი რა წილი პასუხისმგებლობაა შექმნილ ვითარებაშია და დასრულდეს გადაბრალების პოლიტიკა”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გოგუაძემ.