საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ეუთო-ს გენერალური მდივანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-სთანამშრომლობის საკითხებს, ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საოკუპაციო ხაზს ეწვევა, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქრთველოში 11 მარტამდე გაგრძელდება.