დღეს, 8 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-სთანამშრომლობის საკითხებს, ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საოკუპაციო ხაზს ეწვევა, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქრთველოში 11 მარტამდე გაგრძელდება.