ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გროზნოში თავი აიფეთქა, ბორის ნემცოვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩეჩნეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს ჩატარდა. სპეცრაზმელებმა ეჭვმიტანილი ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.