რუსი პოპ-ვარსკვლავი იულია ჩიჩერინა ლუგანსკელ ქალებს სარვამარტო საჩუქარს მოუწყობს. მომღერალი კონცერტს ლუგანსკის ცენტრში გამართავს. კონცერტი ლენინის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, რის შემდეგაც ჩიჩერინა ადგილობრივ ტელეკომპანიას ეწვევა და პრესკონფერენციას გამართავს. ლუგანსკში პირველი კონცერტი მომღერალმა იანვარში მოაწყო, რის გამოც უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასზე ძებნა გამოაცხადა.