ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლებრივ ნორმებსა და ჰუმანიზმის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას წერილობით აცნობა. წერილის სხვა დეტალები პოროშენკოს არ გაუხმაურებია. უკრაინის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერს ტყვეობაში მყოფი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით 2 დღის წინ მიმართა, რაზეც პუტინისგან ოფიციალური პასუხი მიიღო.