ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონსმა თავის კარიერაში 60-ე შეხვედრა მოიგო. დაძაბულ ორთაბრძოლაში მან ვილი სმიტი დაამარცხა. 46 წლის მოკრივემ 36 წლის მოწინააღმდეგე მეორე რაუნდიდან ნოკაუტით გამოთიშა. როგორც ტიტულოვანი მოკრივე აცხადებს, ის მძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება. როი ჯონსმა პროფესიონალური კარიერა 1989 წელს დაიწყო და დღემდე გამართული 68 შეხვედრიდან 60 მოიგო.