ოპოზიციას იმედი აქვს, რომ პოლიციამ ბორის ნემცოვის ნამდვილი მკვლელები დააკავა. ამის შესახებ მოძრაობა სოლიდარობის ლიდერმა ილია იაშინმა განაცხადა. "ვიმედოვნებთ, რომ ეს შეცდომა არ არის და პოლიციამ ნემცოვის ნამდვილი მკვლელები დააპატიმრა. ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. როდესაც ჩვენთვის კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი, ალბათ, გარკვეული დასკვნების გაკეთებას შევძლებთ,"-აღნიშნა იაშინმა. ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი კავკასიელის დაკავების შესახებ დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა.