ერაყის არმია სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქს უახლოვდება. სამთავრობო ძალებმა ტიკრიტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქი ალ-დური აიღეს. უახლოეს რამდენიმე საათში კი არმის ქვედანაყოფები ტიკრიტზე შტურმს მიიტანენ. ქალაქი ისლამისტთა კონტროლქვეშ გასული წლის ზაფხულიდან იმყოფება.