"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები" ერაყში ისტორიულ ძეგლებს ანადგურებენ. ჯიჰადისტებმა უძველესი ქალაქის, ჰატრას ნანგრევები მიწასთან გაასწორეს. ხატრას აკლდამები ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნით თარიღდება და ის გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედიოდა. რადიკალებმა ნანგრევები ბულდოზერებით დაანგრიეს, რის გამოც უნიკალური არტეფაქტები განადგურდა.