ვენესუელას სურსათის დეფიციტის აღმოფხვრაში მეზობელი ქვეყნები დაეხმარებიან. 12 სამხრეთ ამერიკული ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კარაკასში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. სამხრეთ ამერიკის ერთა ლიგა ვენესუელისთვის პროდუქტების მიწოდებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მკვეთრად გაუფასურებამ ვენესუელა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო. ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კატასტროფულ ნაკლებობას განიცდის.