ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მხარდაჭერისთვის გასამართლებული ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. სასჯელის უმაღლესი ზომა მაჰმუდ ჰასან რამადამს 2013 წელს ჩადენილი მასობრივი მკვლელობების ბრალდებით გამოუტანეს. კერძოდ კი მას მშვიდობიანი აქციის დარბევისას ორი მოზარდის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. რადიკალი ისლამისტი დღეს დილით ჩამოახრჩვეს.