ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილია მანქანაც, რომლითაც ქილერები გადაადგილდებოდნენ. ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვლის ღამეს მოსკოვში მოკლეს.