ხვალ, 17 აპრილს, მსახიობ ნიკო გომელაურს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. რამდენიმე საათში კი მსახიობის ცხედარს გრიბოედოვის თიატრიდან თავისუფალ თეატრში გადასვენებენ, სადაც მას უკანასკნელ ღამეს კოლეგები გაუთევენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკო გომელაური დღეს დილით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გრიბოედოვის თეატრში გადასვენეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
13 აპრილის, დილის 5 საათზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში 40 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. ნიკო გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული.