ლონდონი კიევს 850 ათასი გირვანქა სტერლინგის სამხედრო აღჭურვილობასა და მოწყობილობებს გადასცემს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. "არასაბრძოლო აღჭურვილობა უკრაინულ არმიას მსხვერპლის შემცირებაში დაეხმარება. ტვირთის საერთო ღირებულება 850 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ტრანსპორტირების ხარჯებსაც მოიცავს,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.