ევროკავშირი აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობოების შეყვანის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ეროკომისარმა იოჰანეს ჰანმა რიგის მინისტერიალზე განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელი დონბასში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაძლიერების მომხრეა, პრეზიდენტ პოროშენკოს ინიციატივა კი აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანეს შესახებ არ განიხილება.