სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახალგაზრდა თანაშემწის გამო თავის მართლება მოუხდა. რობერტ ფიცოს პრეს-სამსახურის განმარტებით, 28 წლის ლამაზმანი მარია ტროშკოვა ადმინისტრაციაში მაღალ პოსტს არ იკავებს და იმ სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაკისრებული აქვს, დიდი გამოცდილება არ სჭირდება. სკანდალში 55 წლის ფიცო, მას შემდეგ გაეხვა, რაც მისმა სექსუალურმა თანაშემწემ ინტერნეტში ეროტიკული ფოტოსესია მოიწყო. ჟურნალისტებს ტროშკოვა პრემიერის მანქანაში ადრეც არაერთგზის ჰყავდათ შემჩნეული.