ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. ამის შესახებ განცხადება სუბელიანმა პარალმენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი რეპრესიების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ჯანდაცვის მომსახურებით ვერ სარგებლბს. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა აქცენტი სწორედ ამ ადამიანების პრობლემაზე გაკეთდეს.
სუბელიანის ინფორმაციით, საქართგველოში მკურნალობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრებმა 25-მა მოქალაქემ გაიარა, მაგრამ მათი ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა სახით რეპრესიები განხორციელდა. ამიტომ სუბელიანი პარალმენტსა და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრქუტურების წარმომადგენლებს მოუწოდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაისვას საკითხი, რათა შემუშავდეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა.